ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

10 დღე პოლიტიკამდე: ბურჭულაძე საკონსულტაციოდ თავის გუნდს კრიბავს

“საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე 10 დღეში გადაწყვეტს მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამის შესახებ ფონდის სამართლის თემატური ხელმძღვანელი დავით ჯანდიერი საუბრობს.

„ის განწყობა, რომელიც არის მოსახლეობაში, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას მართვის რესურსი ამოწურული აქვს. მოსახლეობა ვერ ხედავს შექმნილ პოლიტიკურ სპექტრში იმგვარ ძალას, რომელზეც ის გააკეთებდა არჩევანს. ეს რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა. თუმცა გადაწყვეტილება ამ საკითხის თაობაზე მიღებული არ არის. პაატა ბურჭულაძე გააგრძელებს მსჯელობას საკუთარ გუნდთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში და საბოლოოდ შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც იქნება ყველასთვის სასურველი გუნდში. ეს პროცესი სავარაუდოდ 10 დღე გაგრძელდება და საბოლოოდ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია”. – აცხადებს ჯანდიერი.

იტვირთბა....