აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპმა ნატო ფულის საჭრელ მანქანად აქცია – „პოლიტიკო“

დონალდ ტრამპმა ნატო ფულის საჭრელ მანქანად აქცია, – ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკო“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ალიანსი მისი თავდაპირველი განზრახვისგან სრულიად განსხვავებულ ორგანიზაციად აქცია.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თაობების განმავლობაში არსებული ტრანსატლანტიკური ალიანსი, რომელიც საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზეა აგებული, ისეთ ჩარჩოდ აქცია, რომელთანაც ურთიერთობა მისთვის უფრო კომფორტულია – ბიზნესად. მან დაარწმუნა ნატო-ს წევრები, რომ გაზარდონ საკუთარი თავდაცვის ხარჯები და დიდი ინვესტიციები ჩადონ ამერიკულ შეიარაღებაში უკრაინისთვის. ამ კვირაში, ალიანსის ლიდერების ყოველწლიურ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რამდენის დახარჯვა შეუძლიათ ევროპელებს ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობაზე“, – წერს გამოცემა.

ამასთან, „პოლიტიკო“ წერს, რომ ტრამპი ალიანსის წევრებისგან მუდმივად ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს და ამჟამად ის მოკავშირეებს სთხოვს, თავდაცვის ხარჯები მშპ-ს ორი პროცენტიდან ხუთ პროცენტამდე გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვის რისკის ქვეშ დარჩნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი იმუქრება, რომ ალიანსს დატოვებს.

სტატიის მიხედვით, აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის მუდმივი დაძაბულობა შეინიშნება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ევროპის ქვეყნებიდან სამხედრო დანაყოფები გაჰყავს.

„ნატო-ს წევრები განსაკუთრებით დაძაბულები არიან ბოლო თვეებში მას შემდეგ, რაც ტრამპმა ნატოს მოკავშირეები გააკვირვა გერმანიიდან ჯარების გაყვანის და პოლონეთში დანაყოფების განლაგების გაუქმების შესახებ განცხადებებით. ევროპა ასევე კვლავ დაძაბულია უკრაინის ომისა და რუსეთის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგთან დაახლოების გამო“, – წერს „პოლიტიკო“.

იტვირთბა....