კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 56 ადამიანი – ინფორმაცია სამის შესახები კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისივე ცნობით, რუსული თავდასხმის ადგილზე გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა ადგილზე ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. რუსებმა კიევი გამთენიისას დაბომბეს. ოკუპანტების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლები იყო.

