შრი-ლანკის ციხეში არეულობას, სულ მცირე, 25 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 100-ზე მეტი პირი.
დაპირისპირება ნეგომბოში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულ და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს შორის მოხდა, ამ დროისთვის უცნობი მოტივით.
ამჟამად, ციხის ტერიტორიაზე სამართალდამცველები და სამხედროები არიან მობილიზებული.
მიმდინარეობს დაშავებულთა და დაღუპულთა იდენტიფიცირება.

