ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აიათოლა ალი ხამენეი, რომლის დაკრძალვის ცერემონიაც ახლა მიმდინარეობს, „ისრაელმა გაანადგურა, რადგან სწორედ ის იყო ირანსა და მთელ რეგიონში ისრაელის განადგურების გეგმის ინიციატორი და ხელმძღვანელი“.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა „მოხსნა ისრაელის წინაშე არსებული ეგზისტენციალური საფრთხეები და მნიშვნელოვნად დააზიანა ირანის სტრატეგიული შესაძლებლობები“.
ამასთან, ისრაელ კაცმა გააკრიტიკა ირანის სულიერი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონიაზე შეკრებილებიც, რომლებიც სკანდირებდნენ „სიკვდილი ტრამპს“.
მისი თქმით, მსგავსი შეძახილები „სამარცხვინოა“ და „ნათლად აჩვენებს აიათოლას რეჟიმის ნამდვილ სახეს“.

