აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინაში წუხელ “სამხედრო ინფრასტრუქტურას” დაარტყეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინაში წუხელ “სამხედრო ინფრასტრუქტურას” დაარტყეს.

ოკუპანტების თავდაცვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ “კიევის რეჟიმის მიერ რუსეთში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური დარტყმა განახორციელეს ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი მართვადი იარაღის, ასევე თავდასხმის დრონების გამოყენებით. თავდასხმა განხორციელდა კიევსა და კიევის რეგიონში სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე, ასევე დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, პოლტავას, კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებში სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურაზე”.

რეალურად, რუსეთმა უკრაინაში, მათ შორის, კიევში, იერიშები სამოქალაქო ობიექტებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანა. მსხვერპლი კი მშვიდობიანი მოსახლეობაა. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 11 მოქალაქე, დაშავებული კი 46.

იტვირთბა....