თეირანში ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის მრავალდღიანი გამოსამშვიდობებელი ცერემონია გრძელდება. ხამენეი 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის დარტყმის შედეგად ოჯახის წევრებთან ერთად დაიღუპა, — წერს The Guardian.
გამოცემის ინფორმაციით, ლოცვის დაწყებამდე გამართულ პოეტურ ღონისძიებაზე პოეტმა მოჰამად რასულიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობა „ვალდებულებაა“. მან დამსწრეებს ჰკითხა, რატომ არის „მსოფლიოში ყველაზე ცუდი ადამიანი“ კვლავ ცოცხალი.
ჟურნალისტების ცნობით, გამოსვლა წინასწარ იყო შეთანხმებული და შეკრებილთა უმრავლესობამ რასულის სიტყვები ტაშით მიიღო. ირანის ელჩმა სომხეთში, ხალილ შირღჰოლამიმ კი სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ადამიანების მოკვლა შესაძლებელია, თუმცა „იდეალების მოკვლა“ — არა. მისი თქმით, ხამენეის სიკვდილმა მისი იდეების „სურნელი“ მთელ მსოფლიოში გაავრცელა.
მასალის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი, დაკრძალვაზე დამსწრეთა ცრემლების დანახვის შემდეგ, განაცხადა:
„მეგონა, მათ ის სძულდათ“.
მან ასევე ივარაუდა, რომ ცრემლები შესაძლოა „ყალბი“ ყოფილიყო.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ადამიანების მწუხარებას სრულიად გულწრფელად აღწერენ.

