ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

“ლელო – ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ესტონეთის პრემიერ მინისტრ კრისტენ მიხალს შეხვდა. გეგელიამ შეხვედრისას ესტონელ პრემიერს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. 

ესტონეთი ისტორიულად წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთერთ ყველაზე მტკიცე და ახლო მოკავშირეს. საერთო ისტორიული გამოცდილება და ფასეულობები წარმოადგენს ჩვენს ორ ერს შორის თანამშრომლობის და ურთიერთ-პატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის მყარ საფუძველს. სამწუხაროდ, დღეს ქართულ-ესტონური ურთიერთობი კრიზისულ ფაზაშია პრო-რუსული რეჟიმის პოლიტიკის გამო. ეს არ არის შემთხვევითობა. ეს რუსული ლოგიკის ნაწილია. მაგრამ, სულ მალე, საქართველოს ახალი მთავრობა აღადგენს ნამდვილ მეგობრობას და პარტნიორობას ჩვენი ერის ყველაზე ახლო და მტკიცე მეგობრებთან. საქართველო აუცილებლად დაბრუნდება მაგიდასთან, – განაცხადა გეგელიამ. 

ვენაში მიმდინარე ALDE-ს ყრილობის ფარგლებში, რომელსაც გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი ესწრებიან, “ლელოს” ლიდერები ხვდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს.

იტვირთბა....