აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მასუდ ფეზეშქიანი – თეირანსა და ერევანს შორის ურთიერთობები გარე ჩარევისგან თავისუფალი უნდა დარჩეს

თეირანსა და ერევანს შორის ურთიერთობები გარე ჩარევისგან თავისუფალი უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ფეზეშქიანის მტკიცებით, რეგიონის გარე ძალების არსებობა ხშირად ართულებს რეგიონულ პრობლემებს, მათი გადაჭრის ნაცვლად.

ირანის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა სომხეთს ბოლოდროინდელი კონფლიქტის დროს თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ყოვლისმომცველი ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები სწრაფად დასრულდება. ფეზეშქიანის თქმით, ამ დოკუმენტს შეუძლია, ურთიერთქმედების ახალი შესაძლებლობების გახსნა და ამავდროულად თანამშრომლობის გაძლიერება საბაჟო, ტრანსპორტის, ტრანზიტის, ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების სფეროებში.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა ირანის ხელმძღვანელობას და ხალხს, გაიხსენა გარდაცვლილ ლიდერთან შეხვედრები. ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ერთგულება ირანთან მეგობრული ურთიერთობების მიმართ და განაცხადა, რომ ერევანი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ინიციატივებში, რომლებიც ეწინააღმდეგება ირანის უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ამჟამად ყველაზე მაღალ დონეზეა სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

იტვირთბა....