აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი – ამერიკული იდენტობა ახალი თავდასხმის წინაშეა, კვლავ არის კომუნისტური საფრთხე, განსაკუთრებით ახალმოსულთა მხრიდან, ისინი ქადაგებენ იდეებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ცხოვრების წესს

ამერიკა არასოდეს გახდება კომუნისტური ქვეყანა, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, ქვეყანაში კომუნისტური საფრთხე კვლავ იჩენს თავს და ეს ამერიკის კეთილდღეობასა და ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის. მან ამერიკელებს მოუწოდა, დაიცვან ის თავისუფლება, რომელსაც ქვეყნის დამაარსებლებმა 250 წლის წინ საფუძველი ჩაუყარეს. პრეზიდენტის განცხადებით, კომუნისტური საფრთხე უკავშირდება დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთას და ახალმოსულ მიგრანტებს.

„ჩვენი ამერიკული იდენტობა ახალი თავდასხმის წინაშეა. ჩვენს მიწაზე კვლავ იჩენს თავს კომუნისტური საფრთხე, განსაკუთრებით ახალმოსულთა მხრიდან, ისინი ქადაგებენ იდეებს, რომლებიც სრულად ეწინააღმდეგება ჩვენი ცხოვრების წესსა და ქვეყნის წარმატებას. ამას არ დავუშვებთ, კომუნიზმი თავისუფალი ადამიანების მტერია მთელ მსოფლიოში, ის არასოდეს მუშაობს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და 1776 წლის 4 ივლისის იდეას. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები სწრაფად დაამარცხებენ კომუნიზმს. ჩვენ მას სწრაფად განვდევნით და უფრო დიდ, უკეთესსა და ძლიერ ქვეყანას ავაშენებთ. ამერიკა არასოდეს გახდება კომუნისტური ქვეყანა“, – აღნიშნა ტრამპმა.

იტვირთბა....