აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის” კანდიდატად წარადგინეს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტობის კანდიდატად მარატ კამბოლოვის წარდგენის მხარდამჭერი ხელმოწერების დოკუმენტი გადაეცა, ინფორმაციას ოსური მედია (RES) ავრცელებს. 

როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი საწარმო „BTK-4“-ის (სამკერვალო ფაბრიკა) თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფმა შეადგინა.

მარატ კამბოლოვი პირველი კანდიდატია, რომლის დოკუმენტებიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად წარსადგენად შევიდა.

ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს [ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე სექტემბერში] რუსეთის მოქალაქე, მარატ კალამბოვი ხელმძღვანელობს. აღნიშნული ცვლილებები ცხინვალის პოლიტიკაში მას შემდეგ განხორციელდა, რაც მოსკოვმა და ცხინვალმა 9 მაისს “მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება” გააფორმეს. ამ ხელშეკრულებით სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება რუსეთის მოქალქეებსაც შეუძლიათ.

იტვირთბა....