აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა.

„ხაზი გაესვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლესი დონის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ რეგიონული დაკავშირებადობა და ინფრასტრუქტურის განვითარება ორი ქვეყნის თანამშრომლობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.

საუბარი შეეხო შუა დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო მარშრუტის გაძლიერების მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....