აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გასულ დღე-ღამეში რუსეთმა 1 250 სამხედრო დაკარგა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული განცხადების მიხდვით, გასულ დღე-ღამეში რუსეთმა 1 250 სამხედრო დაკარგა.

“გასულ დღე-ღამეში რუსეთმა 1 250 სამხედრო დაკარგა. განადგურებულია მტრის 4 ტანკი, 2 ჯავშანტექნიკა, 57 საარტილერიო სისტემა, 2 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 4 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება, 18 მიწისზედა რობოტიზებული კომპლექსი, 48 რაკეტა, 2152 უპილოტო საფრენი აპარატი, 385 საავტომობილო ტექნიკა და 4 ერთეული სპეციალური ტექნიკა” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 273 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, წუხელ მოწინააღმდეგემ განახორციელა ორი სარაკეტო დარტყმა 75 რაკეტის გამოყენებით და 101 საავიაციო დარტყმა, რომელთა დროსაც ჩამოაგდო 299 მართვადი საავიაციო ბომბი. ასევე, ოკუპანტებმა გამოიყენეს 10 168 დრონი-კამიკაძე და 3 149-ჯერ დაცხრილეს დასახლებული პუნქტები და ჩვენი ჯარების პოზიციები, მათ შორის 46-ჯერ – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დაარტყეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის ოთხ რაიონს, ერთ რადიოლოკაციურ სადგურს, ერთ საარტილერიო სისტემას, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ერთ პუნქტსა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ერთ საწყობს.

უწყება წერს, რომ “ყველაზე მეტი საიერიშო მოქმედება დაფიქსირდა პოკროვსკის მიმართულებით, სადაც ჩვენმა დამცველებმა შეაჩერეს 39 შეტევა. მოწინააღმდეგე აქტიურობდა ნოვოოლექსანდრივკას, ბილიცკესა და როდინსკეს მახლობლად, ასევე მირნის, ტორეცკის, შევჩენკოს, ფილიას, კუჩერივ იარის, ვილნეს, დოროჟნიეს, სვიტლეს, გრიშინეს, კოტლინესა და უდაჩნეს მიმართულებებით”.

იტვირთბა....