აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში ორი ელექტროქვესადგური იწვის

ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში ორი ელექტროქვესადგური იწვის – ინფორმაციას სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით მონიტორინგის ჯგუფი Крымский ветер ავრცელებს და წერს, რომ ეს არის რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი.

ქვესადგური „ჯანკოი“ ცენტრალური კვანძია, რომელიც ანაწილებს ელექტროენერგიას ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში. ის ასევე აკავშირებს რეგიონს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიებთან და კვებავს სამხედრო ინფრასტრუქტურას.

ქვესადგური „ზაგოროდნაია“ ლოკალური, თუმცა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტია. მისი მთავარი ფუნქცია უშუალოდ სამხედრო აეროდრომის, რადარებისა და მიმდებარე თავდაცვითი პუნქტების ენერგომომარაგებაა.

იტვირთბა....