კიევის დარნიცკის რაიონში მაშველები ნანგრევების ქვეშ 15 წლის გოგონასა და მისი ოჯახის წევრებს ეძებენ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებს სპეციალური ტექნიკის დახმარებით შლიან და გადარჩენილების პოვნას ცდილობენ.
კიევის მერის ცნობით, ჯამში დაზიანებულია 20-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური და სასწრაფო დახმარების 9 ავტომობილი. დაშავებულებს შორის არიან ექიმებიც.
კლიჩკოს განცხადებით, ამ დროისთვის დადასტურებულია 13 დაღუპულისა და თითქმის 90 დაშავებულის შესახებ ინფორმაცია, თუმცა სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება და მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
მერის გადაწყვეტილებით, 3 ივლისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

