აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ირანის მოლაპარაკებების ფონზე ნავთობის ფასი ზედიზედ მესამე დღეა მცირდება

ნავთობის ფასები დღეს დაახლოებით 1%-ით შემცირდა და ზედიზედ მესამე დღეა კლებას განაგრძობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კლების მიზეზად დასახელდა ინფორმაცია, რომ კატარის განცხადებით, ირანსა და აშშ-ს შორის დოჰაში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებები გარკვეულ პროგრესს შეიცავდა, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მოლაპარაკებები ეხებოდა ივნისში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მემორანდუმს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მხარეებმა „დადებითი პროგრესი“ აჩვენეს, თუმცა გრძელვადიანი მშვიდობის მიმართულებით წინსვლის შესახებ მინიშნებები არ არსებობს.

ბაზრებზე არსებული მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 70.80 დოლარამდე დაეცა, რაც 1.1%-იან კლებას წარმოადგენს, ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate-ის ფასი 67.74 დოლარამდე შემცირდა.

ორივე მაჩვენებელი წინა სესიაზეც 1%-ზე მეტით დაეცა და ბოლო ოთხი თვის მინიმუმს მიაღწია.

იტვირთბა....