აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„თავდაცვის პოლიტიკა სამთავრობათაშორისო პოლიტიკაა, ევროკომისიას არ შეუძლია ჩრდილოვანი პენტაგონის როლის შესრულება“ – ჯოზეფ ბორელი აკრიტიკებს ევროკომისიის მზარდ როლს თავდაცვის საკითხებში

თავდაცვის პოლიტიკა სამთავრობათაშორისო პოლიტიკაა, ევროკომისიას არ შეუძლია ჩრდილოვანი პენტაგონის როლის შესრულება – ამის შესახებ ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბორელი ღიად აკრიტიკებს ევროკომისიის მზარდ როლს დიპლომატიის და თავდაცვის საკითხებში და ამტკიცებს, რომ ეს სცილდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს და ქმნის დაბნეულობას, თუ ვინ საუბრობს ევროპის სახელით მსოფლიო ასპარეზზე.

ბორელმა განაცხადა, რომ კომისიისა და ევროკავშირის დიპლომატიური შტოს, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის როლების სულ უფრო გადაფარვამ ბლოკის საგარეო პოლიტიკის მექანიზმში „საკმაო არეულობა“ შექმნა.

„კომისია არ საუბრობს ევროკავშირის სახელით; კომისია წარმოადგენს მხოლოდ კომისიას“, – განაცხადა ბორელმა.

„პოლიტიკოს“ თანახმად, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის, კაია კალასის მსგავსად, ბორელსაც ჰქონდა კონფლიქტი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, ბორელი ისრაელის კრიტიკით გამოირჩეოდა.

„რა უფლებამოსილებით მიდის კომისარი ისრაელში, რათა თქვას, რომ ევროკავშირს და ისრაელს ერთმანეთი უყვართ, ეთანხმებიან და აღნიშნავენ ისრაელის როლს მშვიდობასა და სტაბილურობაში, როდესაც, ამავდროულად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ისრაელი კრძალავს?“ – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

იტვირთბა....