აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმების მიუხედავად, სამხრეთ ლიბანში იერიშები გრძელდება

ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სამხრეთ ლიბანში დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში, მანზალას რაიონში, „უსაფრთხოების ზონის“ მახლობლად „ჰეზბოლას“ ერთ-ერთ მებრძოლზე იერიში მიიტანეს. სამხედროების მტკიცებით, აღნიშნული პირი ისრაელის არმიისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

როგორც „სიენენი“ იუწყება, ეს დარტყმა შაბათ-კვირას გაგრძელებული შეტაკებების ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ პარასკევს, აშშ-ის შუამავლობით, მხარეებს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა.

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „უსაფრთხოების ზონას“ ეწვია. მან  განაცხადა, რომ ისრაელის ჯარი სამხრეთ ლიბანს მანამდე არ დატოვებს, ვიდრე „ჰეზბოლას“ მხრიდან არსებული საფრთხე სრულად არ აღმოიფხვრება.

ცნობისთვის, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 2 მარტიდან მოყოლებული, ისრაელის თავდასხმებს ლიბანში, სულ მცირე, 4 278 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....