დღეს ევროკავშირი აშშ-ის სამრეწველო პროდუქციის იმპორტზე ტარიფებს აუქმებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ეს კარგი ამბავია ტრანსატლანტიკური ვაჭრობისთვის.
„მეტი პროგნოზირებადობა. მეტი არჩევანი. უკეთესი ფასები ევროკავშირის ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის. ეს არის ვალდებულება, რომელიც შესრულებულია ევროკავშირ-აშშ-ის ერთობლივი განცხადების ფარგლებში და შეხსენება იმისა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები მსოფლიოში ყველაზე ღირებული რჩება. მოდით, გავაგრძელოთ მასზე დაყრდნობით განვითარება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

