აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთმა დნეპროპეტროვსკში ხუთ ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ხუთ ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ერთი ქალი დაიღუპა და სამი დაშავდა. ღამის განმავლობაში მტერმა ოლქში ხუთ ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა“, – აღნიშნა განჟამ.

მისი ინფორმაციით, დარტყმების შემდეგ ხანძარი გაჩნდა და ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ტექნიკა დაზიანდა.

იტვირთბა....