განაში წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია დედაქალაქ აკრას უხვი ნალექის შედეგად დაატყდა.
სამაშველო სამსახურმა 470-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეეცადონ დატბორილი გზების გადაკვეთას და საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სამსახურს მიმართონ დახმარებისთვის.
მეტეოროლოგიური სამსახური კვლავ წვიმიან ამინდს პროგნოზირებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აღმოსავლეთიდან უახლოვდებათ ძლიერი შტორმი.

