აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსი ახალწვეულების სიცოცხლის ხანგრძლივობა უშუალო საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 20-35 წუთია – Foreign Policy

ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რომელიც რუსი სამხედრო ბლოგერების მონაცემებს ეყრდნობა, დრონების თავდასხმებისა და ინტენსიური იერიშების გამო, უკრაინაში გაგზავნილი რუსი ახალწვეულების სიცოცხლის ხანგრძლივობა უშუალო საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ რაღაც 20-35 წუთია. ამავე სტატიის მიხედვით, სამხედრო კონტრაქტზე ხელის მოწერიდან სასწავლო პოლიგონზე გატარებული დღეების ჩათვლით, ბრძოლაში დაღუპვამდე – ჯამში სულ რაღაც 10 დღიდან 3 კვირამდე პერიოდია.

ისტორიკოსმა პიტერ ფრანკოპანმა დანაკარგების ასეთი მაღალი ტემპი დრონების გავლენას დაუკავშირა. ის აღნიშნავს, რომ ეს მოწყობილობები „ამ ომში მთავარ მკვლელ მანქანებად“ იქცნენ და ფუნდამენტურად ცვლიან ბრძოლის მომავალს. ფრანკოპანმა მოიყვანა დასავლური დაზვერვის შეფასებებიც, რომლის მიხედვითაც რუსეთის დანაკარგები თვეში 30 000-ზე მეტ ჯარისკაცს შეადგენს, ხოლო მთლიანი დანაკარგები [დაღუპულები და დაჭრილები] 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, შესაძლოა, ერთ მილიონ ადამიანს აჭარბებდეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალწვეულების მოსაზიდად მნიშვნელოვანი ფინანსური სტიმული გამოიყენება, მათ შორის დიდი ერთჯერადი ბონუსები კონტრაქტის გაფორმებისას და ვალების ჩამოწერა, რადგან მოსკოვი დიდ ძალისხმევას ხარჯავს დანაკარგების შესავსებად.

იტვირთბა....