აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პროუკრაინული პარტიზანული დაჯგუფების Atesh-ის წევრებმა ტულას ოლქის ქიმიურ ქარხანაში ელექტროგამანაწილებელი სისტემა გაანადგურეს, სარკინიგზო ხაზზე კი სარელეო ყუთი დაწვეს

პროუკრაინული პარტიზანული დაჯგუფების Atesh-ის წევრებმა ტულას ოლქის ქიმიურ ქარხანაში ელექტროგამანაწილებელი სისტემა გაანადგურეს, სარკინიგზო ხაზზე კი სარელეო ყუთი დაწვეს – ამის შესახებ ინფორმაციას Atesh-ი საკუთარ Telegram-არხზე ავრცელებს.

„Atesh-ის წევრებმა ოპერაცია ჩაატარეს ნოვომოსკოვსკის კომბინატ „აზოტის“ რაიონში, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოიყვანეს ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ეს საწარმო აწარმოებს ქიმიურ კომპონენტებს, რომლებიც ფეთქებადი ნივთიერებების დასამზადებლად გამოიყენება და სატრანსპორტო კვანძებს საკუთარი სარკინიგზო ხაზით უკავშირდება. ოპერაციის მსვლელობისას განადგურდა ელექტროგამანაწილებელი სისტემა, რომელიც ქარხნის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფდა. ამავდროულად, სარკინიგზო ხაზზე დაწვეს სარელეო ყუთი , რამაც ლოგისტიკაში შეფერხებები გამოიწვია. ჩვენი მოძრაობა აგრძელებს რუსეთის სამხედრო მრეწველობის მოწყვლადი წერტილების გამოვლენას, რათა შეამციროს წარმოების ტემპები.” – ნათქვამია Atesh-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....