აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის განცხადებით, ჰორმუზის სრუტესთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი ცეცხლის ორმხრივი გაცვლის შემდეგ, შეერთებული შტატები და ირანი ჯერჯერობით შეჩერდებიან, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ამ ეტაპისთვის ორივე მხარე შეჩერდება და გემებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ექნებათ“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს ირანს ამ საკითხთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმდნენ, რომ სამშაბათს, დოჰაში, კატარის დედაქალაქში, შეხვედრას გამართავენ.

