აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-მა ირანის 10 სამხედრო ობიექტს დაარტყა

ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, აშშ-ის სამხედროებმა ღამით ირანში 10 სამხედრო სამიზნეზე მიიტანეს იერიში. დარტყმები ჰორმუზის სრუტისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ობიექტებზე განხორციელდა.

ვაშინგტონის ინფორმაციით, ოპერაციაში საზღვაო და საჰაერო ძალების ავიაცია მონაწილეობდა. სამიზნეებს შორის იყო სამხედრო სადაზვერვო ინფრასტრუქტურა, კავშირგაბმულობის სისტემები, საჰაერო თავდაცვის პოზიციები, დრონების საცავები და ნაღმების განთავსების შესაძლებლობები.

აშშ აცხადებს, რომ იერიში პასუხია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესთან პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე განხორციელებულ დრონით თავდასხმაზე და „კომერციული გემების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებზე“.

იტვირთბა....