უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავი „მიგ-29“ საბრძოლო დავალების შესრულებისას ჩამოვარდა , – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, „მიგ-29“-ის ტიპის თვითმფრინავი საბრძოლო დავალებას პოლტავის ოლქში ასრულებდა, როდესაც მასთან კავშირი დაიკარგა.
თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოახდინა, რის შემდეგაც სამძებრო-სამაშველო ჯგუფს დაუკავშირდა.
„მიგ-29“-ის პილოტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

