აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ნებისმიერ ძალადობას შეერთებული შტატები ძალადობით უპასუხებს.
„ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ჩვენ ვასრულებდით მას. თუ მათ უთანხმოება აქვთ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, შეუძლიათ უბრალოდ დარეკონ, მაგრამ ძალადობას ძალადობით ვუპასუხებთ“,- წერს ვენსი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა ირანის სამიზნეებზე დარტყმები ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემზე ირანული დრონის თავდასხმის საპასუხოდ განახორციელა. 17 ივნისს აშშ-მა და ირანმა დისტანციურად მოაწერეს ხელი ომის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ მემორანდუმს. დოკუმენტი 60 დღის განმავლობაში საბოლოო შეთანხმების დეტალების შემუშავების საფუძველს წარმოადგენს.

