ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ისრაელთან გაფორმებული შეთანხმება ქვეყნის სუვერენიტეტის სრული აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ჟოზეფ აუნის თქმით, შეთანხმება ლიბანელებს საშუალებას მისცემს, „დაუბრუნდნენ სრულად განთავისუფლებულ მიწებს და აღდგენილ სახლებს – ლიბანის სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ“.
„ვფიცავთ, განვაგრძობთ მუშაობა მანამ, ვიდრე ეს სრულად არ მოხდება. აღარ იქნება ოკუპაცია, პატიმრები, დაქვემდებარება ან მეურვეობა“, – აღნიშნა ლიბანის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელსა და ლიბანს შორის ჩარჩო შეთანხმების შესახებ განაცხადა.

