აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქერჩის ხიდთან 15-კილომეტრიანი საცობია – უკრაინის მასირებული იერიშების შემდეგ რუსები ნახევარკუნძულს ტოვებენ

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების მიხედვით, ანექსირებული ყირიმიდან რუსეთისკენ მიმავალი ავტოკოლონა თითქმის 15 კილომეტრზეა. დღეს დილიდან, ქერჩის მხრიდან 1 800-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება დგას რიგში, ხოლო ლოდინის დრო რამდენიმე საათს აჭარბებს. უსაფრთხოების მიზნით, საოკუპაციო რეჟიმმა კონტროლი მაქსიმალურად გაამკაცრა, რაც საცობებს კიდევ უფრო ზრდის.

მონიტორინგის ჯგუფ Крымский ветер-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც თანამგზავრულ ფოტოებსა და ადგილობრივების შეტყობინებებს ეყრდნობა, ქერჩის გემთმშენებელ ქარხანა „ზალივში“ და ყირიმის მთავარ ავტომაგისტრალ „ტავრიდაზე“ ხანძარი ფიქსირდება.

იტვირთბა....