ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პაპუაშვილი ყოველდღე გამოდის და რაღაცას ბოდავს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ “ოცნებისგან“ არაფერის სწყინს და არ ბრაზდება, რადგან ეს მათთვის ლოგიკური ქცევაა.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, პაპუაშვილის ყოველდღიური საათიანი გამოსვლები იმის ნიშანია, რომ “შიგნით ძალიან ცუდად არიან.“

მათგან არც არაფერი მწყინს და არც ვბრაზდები. ეს არის მათთვის სრულიად ლოგიკური ქცევა. პაპუაშვილი ყოველდღე, რომ გამოდის, ესეც ნიშანდობლივია, რამდენად ცუდად არიან შიგნით. არ შეიძლება ადამიანი ყოველდღიურად ნახევარი საათი, 1 საათი გამოდიოდეს და რაღაცას ბოდავდეს, გაუთავებლად ევროკავშირზე, რამდენად ჰგავს ეს საბჭოთა კავშირს, თუ უარესია. ამ დროს საბჭოთა კავშირზე, რუსეთზე სიტყვა არ ისმის, გადავხედოთ მათ გამოსვლებს, ძალიან ჩუმად არიან თუნდაც იმაზე, რაც ხდება დღეს სამხრეთ ოსეთის ანექსია რომ მიმდინარეობს. ამ დროს ევროკავშირზე არის ნიაღვარი, არ ვიცი, ევროკავშირმა მე მგონი ამათ უნდა უჩივლოს, იმდენ სიტყვებს ხმარობენ, თვითონ რასაც ჩვენ გვედავებიან, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....