უნგრეთი კომუნისტური მთავრობის სპეცსამსახურების არქივების ნაწილის გასაჯაროებას გეგმავს – ინფორმაციას გამოცემა UNN ავრცელებს და წერს, რომ არქივებისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი დოკუმენტები დარჩება გასაიდუმლოებული.
“ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის არქივების გახსნის შესახებ. ჩვენ დავდეთ ეს პირობა და მას შევასრულებთ“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა.

