აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ახლა პრიორიტეტი ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენაა და ქვეყანაში სულ მალე სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო ჯგუფები ჩავლენ

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დელსი როდრიგესის თქმით, ახლა პრიორიტეტი ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენაა. ვენესუელაში სულ მალე სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო ჯგუფებიც ჩავლენ. მათ შორის აშშ-დან, დომინიკის რესპუბლიკიდან, მექსიკიდან და ელ-სალვადორიდან.

დელსი როდრიგესის განცხადებით, ის ასევე ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომელმაც სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ვენესუელელ ხალხს.

ქვეყანა ორი მასშტაბური მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს.

სტიქია ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის დაფიქსირდა და მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.2 და 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 32 ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 700 აღემატება. თუმცა, აშშ-ს გეოლოგიის კვლევითი ცენტრი პროგნოზირებს, რომ მსხვერპლის რიცხვმა შესაძლოა 10 000-ს გადააჭარბოს.

იტვირთბა....