ყველა პოლიტიკურ პარტიას მეტი პასუხისმგებლობა მართებს, კონკრეტულ პარტიებში მიმდინარე პროცესები ოპოზიციურ ველს აზიანებს,- ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ “საქართველოს პირველ არხს” განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების უმეტესობას პასუხისმგებლობა არ გააჩნია.
„ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, რაც, სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიების უმეტესობას არ გააჩნია. ამის ნათელი დადასტურებაა კონკრეტულ პარტიებში მიმდინარე პროცესები. ბუნებრივია, ჩვენ მათი შიდა პროცესები არ გვაინტერესებს, მაგრამ ეს ყველაფერი აზიანებს ოპოზიციურ ველს და საზოგადოების დამოკიდებულებას პოლიტიკური პარტიების მიმართ. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას მეტი პასუხისმგებლობა მართებს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

