აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანას ებრძვიან, რეალურად, პარტნიორები არადემოკრატიულ პროცესებს აკრიტიკებენ” – გიგა ფარულავა

ბოლო პერიოდში მიღებული არაერთი კრიტიკული რეზოლუცია გვახსოვს იმ პროცესების მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ „ოცნების“  დამოკიდებულებას ვხედავთ. მათთვის ზოგიერთი რეზოლუცია საქილიკოა, ზოგიერთი – მიუღებელი, –  ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ფარულავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანას ებრძვიან. რეალურად, ევროპელი პარტნიორები იმ არადემოკრატიულ პროცესებს აკრიტიკებენ, რაც ქვეყანაში ხდება და რამაც ევროინტეგრაციის გზას დაგვაშორა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

იტვირთბა....