ირანთან დაპირისპირების საკითხზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციები ძლიერია.
„ომი ძალიან კარგად მიდის. როგორც იცით, ჩვენ დიდი უპირატესობით ვიგებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ირანი მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის.
„ირანი ძალიან დიდ დათმობებზე მიდის. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ეს ძალიან ძლიერი იყო. ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად მიდის“, – დასძინა მან.

