აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ ორენბურგის მახლობლად გაზგადამამუშავებელ და ჰელიუმის ქარხანას დაარტყა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ ორენბურგის მახლობლად გაზგადამამუშავებელ და ჰელიუმის ქარხანას დაარტყა – ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მისია განხორციელდა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობას.

მათივე ცნობით, ორენბურგის გაზგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზგადამამუშავებელი ობიექტია და ინახავს, წმენდს და აწარმოებს კომერციულ გაზს, ხოლო მისი გადამამუშავებელი სიმძლავრე წელიწადში 45 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს შეადგენს.

გამოცემა წერს, რომ ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ჰელიუმის მწარმოებელი საწარმოა და წელიწადში 8.8 მილიონ კუბურ მეტრ ჰელიუმს მოიპოვებს, რომელიც გამოიყენება მაღალტექნოლოგიურ და სამხედრო მრეწველობაში, მათ შორის რაკეტმშენებლობაში.

იტვირთბა....