აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ და ირანი კარგად უგებენ ერთმანეთს, სამართლიან შეთანხმებაზე მუშაობენ” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელზეც მხარეები – აშშ და ირანი შეთანხმდნენ, არის ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება.

პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო შეთანხმების შედეგად ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაადგილება გაიზარდა.

„როგორც იცით, ჩვენ ახლახან მივაღწიეთ ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას ირანთან, რათა დასრულდეს კონფლიქტი ჰორმუზის სრუტეში. გუშინ 19 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა ჰორმუზის სრუტიდან. ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობა ისტორიაში. მსგავსი რამ არასდროს ყოფილა. ეს არის ნავთობის უზარმაზარი ნაკადი. რაც მთავარია, ჩვენ უზრუნველვყოფთ ერთ რამეს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამისთვის გავაკეთე ეს. 99%-ით ამის გამო. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ისინი ამას დათანხმდნენ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ვტოვებთ ირანს ფლოტის გარეშე, საჰაერო ძალების გარეშე, ანტისაჰაერო სისტემის გარეშე, რაკეტების გარეშე და ბირთვული პროგრამის გარეშე. ჩვენ მათ ვტოვებთ ბირთვული შესაძლებლობის გარეშე და ისინი ამას დათანხმდნენ. ჩვენ საკმაოდ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. თუმცა თუ ფეიკნიუსს წაიკითხავთ, ვერ გაიგებთ. ვკითხულობ ყალბ ახალ ამბებში, რომ ისინი კარგად არიან. ისინი კარგად არ არიან“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ომმა ირანის ეკონომიკა გაანადგურა.

„ირანის ეკონომიკა განადგურებულია, ხოლო თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა იმდენად მძიმედ დაზიანდა, რომ მის აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება, მრავალი წელი. ახლა კი ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ სამართლიან შეთანხმებას. იცით, რომ საფონდო ბირჟამ დღეს კიდევ ერთხელ ახალ მაქსიმუმს მიაღწია. ნავთობიც პირველად თვეების განმავლობაში 70 დოლარზე ჩამოვიდა. ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაეცემა და ნავთობთან ერთად ყველაფერი დანარჩენიც გაიაფდება“, – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....