აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ზელენსკიმ გამოაგზავნა ეს ქაღალდი და მუდმივად გაიძახიან: პირისპირ შეხვედრა გვინდაო, აქედან სამ დღეში კი სტარობელსკზე დარტყმა განახორციელეს, ეს როგორ გავიგოთ?” – ვლადიმერ პუტინი

ზელენსკის წერილი არ ქმნის მოლაპარაკებების საფუძველს – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას აცხადებს:

“ასეთი მიმართვები არანაირ საფუძველს მოლაპარაკებებისთვის არ ქმნის. ისინი ხომ მხოლოდ იმას ემსახურება, რომ პირიქით, კონფლიქტის ახალი კერა გააჩინონ. აი, მან [ზელენსკიმ] გამოაგზავნა ეს ქაღალდი და მუდმივად ამას გაიძახიან: „პირისპირ შეხვედრა გვინდა, პირისპირ შეხვედრა გვინდაო“. მერე რა? აქედან სამ დღეში კი სტარობელსკზე დარტყმა განახორციელეს, ეს როგორ გავიგოთ? როგორ უნდა გავიგოთ ეს? რა არის აქ შეხვედრისა და მოლაპარაკებების საფუძველი?“ – ამბობს პუტინი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს ღია წერილი 4 ივნისს გაუგზავნა და ომის დასრულებისკენ და შეხვედრისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....