ახლა, როგორც არასდროს საჯარო მოსამსახურის ერთგულება, პროფესიონალიზმი არის ძალიან დიდი მოთხოვნის ჩარჩოებში, – ამის შესახებ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ლი ჯუნჰუამ განაცხადა.
ჯუნჰუამ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს საჯარო სერვისების ფორუმის მასპინძლობისთვის.
„მინდა, გადმოგცეთ გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიმართვა: „სკოლიდან, სოციალური სამუშაოებიდან, ეროვნული პარკებიდან, საპოლიციო აქტივობებისკენ, ტრანსპორტისკენ – საჯარო სამსახური, ფაქტობრივად მსოფლიოს აძლევს ბიძგს და ჩვენ პატივს ვცემთ საჯარო მოსამსახურეს ყველგან. დიდია ამ სამსახურის როლი იმაში, რომ შეიქმნას ლამაზი და სტაბილური საზოგადოება.
კლიმატის ცვლილებები და სხვა მოვლენები ფორმას უცვლის სამყაროს, ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ჩვენს ინსტიტუტებზე, რომ ისინი იყვნენ ინოვაციურები და მზად ადაპტაციისთვის. ეს ნიშნავს ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას, რათა მიაღწიოს გაჭირვებულ ადამიანებამდე და უზრუნველყოს სოციალური მშენებლობის პროცესში მათი ჩართვა. გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება, სამართლიანობა, საჯარო მოსამსახურეს შეუძლია წვლილი შეიტანოს კარგი მთავრობის ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში. მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკას პროგრესად აქცევენ“.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ხალხს, რომ ისინი მასპინძლობენ ამ ფორუმს ლამაზი და ისტორიულ ქალაქ თბილისში. მთელ მსოფლიოში საზოგადოებები აწყდებიან კრიზისებს, ეკონომიკურ არასტაბილურობას, გეოპოლიტიკურ დაძაბულობებს, გაფართოებულ უთანასწორობას, კლიმატურ შოკებს სწრაფ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მდგრადი გამოწვევების ფონზე. ამავე დროს, ნდობა ინსტიტუციებში ძლიერდება. ამ პროცესის ყველა სარგებელი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, გამოწვევები, რომელიც მე ვახსენე და წინ მიმავალი გზა არის გაურკვეველი და რთული, რისკები ამოწმებენ ჩვენ კოლექტიურ შემართულობას და ქმედებებს. დიახ, ეს ხდება ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ძლიერ საჯარო ინსტიტუციებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. ახლა, როგორც არასდროს ერთგულება, პროფესიონალიზმი საჯარო მოსამსახურის არის ძალიან დიდი მოთხოვნის ჩარჩოებში, როდესაც ტურბულენტურია მსოფლიო, საჯარო ინსტიტუციები უნდა იყოს საყრდენი, მათ უნდა უზრუნველყო სტაბილურობა, ნდობა და გაუძღვნენ საზოგადოებებს ამ გაურკვევლობის ფონზე.
დღესდღეობით მოქალაქეები ითხოვენ უფრო პასუხისმგებელ და სამართლიან მომსახურებას, ტრადიციული მიდგომები აღარ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება სტრუქტურული ტრანსფორმაცია, რომელიც ხალხზეა მომართული და ნდობას ეყრდნობა. ინსტიტუციები არა მარტო უნდა ადაპტირდებოდნენ, ისინი უნდა ვითარდებოდნენ, რომ ხალხის ნამდვილი საჭიროებები გახდეს მათი სამსახურის ცენტრი.
დღევანდელი ფორუმი ფოკუსირებულია ოთხ ძირითად საყრდენზე – ინოვაცია, შესვლა, პროცესში მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. პირველი, ინოვაცია გახლავთ საჭიროება, საჯარო ინსტიტუტებმა უნდა აიღონ კონტროლი სწრაფ ტექნოლოგიურ წინსვლაზე და ციფრულ ტრანსფორმაციაზე. არა მხოლოდ რეაგირება უნდა მოახდინონ კრიზისებზე, არამედ უნდა გაზარდონ საკუთარი სიმძლავრეები, რათა აღიქვან ახალი ტენდენციების გამოჩენა და უფრო უკეთესი შედეგების ფორმირება მოახდინონ. ტრანსფორმაცია წარმატებულია, თუ იგი არავის დატოვებს მის უკან. საჯარო ინსტიტუციები უნდა ემსახურებოდნენ მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად და მარგინალიზებულ ფენებს. ინკლუზიური მთავრობა გახლავთ სოციალური თანხმობის ძრავი.
ეფექტური მონაწილეობა და ჩართულობა, ეს ეფექტური პოლიტიკის შექმნას უწყობს ხელს. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის აუცილებელი ცნებები. სწრაფი ცვლილებების პროცესს ზოგჯერ მოაქვს სკეპტიციზმი და გაურკვევლობა, საჯარო ნდობის მოპოვება და მისი გაძლიერება ხდება მხოლოდ კეთილსინდისიერებითა და მუდმივი წვლილით სამოქალაქო ქმედებებში. ეს ოთხი საყრდენი ფაქტობრივად სანდო მმართველობის საფუძველია, რომელიც პასუხობს ხალხის მისწრაფებას.
საჯარო სექტორში უნდა გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ ხალხზე ორიენტირებული, სამართლიანი მომსახურება მიაწოდოს მოსახლეობას. ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულ მონაწილეებო, შემდეგი სამი დღის განმავლობაში, მოდით, ეს პრინციპები ვაქციოთ ქმედებად და გამოცდილების გათვალისწინებით, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების ფონზე, ჩვენ შეგვიძლია, მოვახდინოთ ტრანსფორმაცია და გაძლიერება საჯარო ინსტიტუციების. კიდევ ერთხელ დიდ მადლობა საქართველოს მთავრობას და მის ხალხს, განსაკუთრებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მისი ხანგრძლივი ვალდებულებებისთვის, საჯარო სამსახურისთვის და მასპინძლობისთვის გაერო-ს 2026 წლის საჯარო სამსახურის ფორუმის“, – განაცხადა ლი ჯუნჰუამ.

