ირანი ომის დროს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ირანის სასამართლო ხელისუფლების სპიკერის, ასგარ ჯაჰანგირის განცხადებით, 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული შეტევიდან დღემდე სულ ირანში 3 519 ადამიანი დაიღუპა.
მისივე თქმით, მთავრობის სტატისტიკის მიხედვით, დაღუპულთაგან 3 002 მამაკაცი იყო, ხოლო 517 კი ქალი.
ამასთან, ჯაჰანგირს არ დაუკონკრეტებია, მსხვერპლთა რაოდენობაში შედიან თუ არა სამხედრო პირებიც.
10 ივნისს „ალჯაზირას“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ომის შედეგად ირანში სულ მცირე 26 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

