რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 2026 წლის საზაფხულო არდადეგები გაუქმდა – საოკუპაციო რეჟიმმა საბავშვო ბანაკებისა და გამაჯანსაღებელი ცენტრების მუშაობა აკრძალა.
რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განკარგულებით, შესაბამისი დადგენილება საოკუპაციო ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
შეზღუდვები ძალაში შედის 22 ივნისიდან და 1 სექტემბრამდე გასტანს. სრულად ჩერდება ბავშვთა ჯგუფებისთვის ადგილების დაჯავშნა, მიღება და განთავსება ყირიმის ტერიტორიაზე არსებულ ყველა გამაჯანსაღებელ ბანაკში, სასტუმროსა თუ ტურისტულ ბაზაზე.
ამავე განცხადებით, ეს მკაცრი ზომები „საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ გახდა საჭირო.
უკრაინულ დრონებს ანექსირებულ ყირიმზე ყოველდღიურად მიაქვთ იერიშები. ნახევარკუნძულზე საწვავის მწვავე დეფიციტის გამო, მოქალაქეებზე ბენზინის გაყიდვაც აიკრძალა.

