აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ნამდვილად არ გვაინტერესებს ბოკუჩავას, ჟორჟოლიანის, სააკაშვილის ურთიერთდაპირისპირებები და ის, თუ საბოლოოდ, რა შედეგი არ ექნება ამას – თვითონ დაალაგებენ, ალბათ, თავიანთ არეულს” – გიგა ფარულავა

ნამდვილად არ გვაინტერესებს ბოკუჩავას, ჟორჟოლიანის, სააკაშვილის ურთიერთდაპირისპირებები და ის, თუ საბოლოოდ, რა შედეგი არ ექნება ამას – თვითონ დაალაგებენ, ალბათ, თავიანთ არეულს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას იმაზე გაცილებით მწვავე პრობლემები აქვს, ვიდრე ეს ჟორჟოლიანის, ბოკუჩავას და სააკაშვილის დაპირისპირებაა.

ფარულავა ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას პასუხისმგებლობა საერთოდ არ გააჩნია და ამ მიმართულებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემპიონია.

„არაერთხელ გვითქვამს, ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებზე, მათ დღის წესრიგზე, ამ პარტიების შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე, რომ ეს ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. ვფიქრობ, არც საზოგადოების უმეტესობას აინტერესებს, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ნახეს ამ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება პირველ რიგში, ერთმანეთთან და შემდეგ, საზოგადოებასთან. ნამდვილად არ გვაინტერესებს ბოკუჩავას, ჟორჟოლიანის, სააკაშვილის ურთიერთბრალდებები, ურთიერთდაპირისპირებები და საბოლოოდ, რა შედეგი არ ექნება ამას. ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს იმაზე გაცილებით მეტი და მწვავე პრობლემები აქვს, ვიდრე ეს არის ნანუკა ჟორჟოლიანის და ბოკუჩავას თუ სააკაშვილის დაპირისპირება. თვითონ დაალაგებენ, ალბათ, თავიანთ არეულს.

უპასუხისმგებლობა ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას”. მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედებებით, დღის წესრიგით ისინი „ოცნებას“ ხელს უწყობენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. საზოგადოება ნათლად ხედავს დღეს და გაცილებით ნათლად ნახავს ხვალ იმ პრობლემებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის” ჯერ მმართველობის და მერე ოპოზიციურ ველზე არსებობამ მოიტანა, ზოგადად, ქართული ოპოზიციური სივრცისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება თუ სხვა, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მართებს პასუხისმგებლობა. დღეს საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას პასუხისმგებლობა საერთოდ არ გააჩნია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებით ჩემპიონია“, – განაცხადა ფარულავამ.

იტვირთბა....