აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა შავ ზღვაში ორ უცხოურ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც მეზღვაური დაიღუპა

რუსმა სამხედროებმა დრონების გამოყენებით შავ ზღვაში ორ უცხოურ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც თურქულ სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა და ეგვიპტის მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ თურქულ სატვირთო გემ VICTRESS-ზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა – ეგვიპტის, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები.

„რთული სიტუაციისა და ხანძრის შემდგომი გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კატერების ეკიპაჟებმა წარმატებით ჩაატარეს სამაშველო ოპერაცია სატვირთო გემის ეკიპაჟის ევაკუაციისთვის. სამწუხაროდ, არის დაღუპული“, – აცხადებენ უკრაინის საზღვაო ძალებში.

რუსული ძალები ასევე თავს დაესხნენ პალაუსა და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ გემს. არავინ დაშავებულა და დაზიანებულმა გემმა მოძრაობა განაგრძო.

იტვირთბა....