ბოლო რამდენიმე საათში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში, ირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-ისა და ირანის დელეგაციების დღევანდელი შეხვედრა, პაკისტანისა და კატარის მონაწილეობით, ისტორიულია.
„ვიმედოვნებ, რომ დამატებით პროგრესს მივაღწევთ. დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური მოლაპარაკებების დასაწყისია, რომელიც ყველა აზრთა სხვადასხვაობას ვერ მოაგვარებს, მაგრამ საშუალებას მოგვცემს, რომ ისტორიაში პირველად, მხარეებმა ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოვაგვაროთ“, – განაცხადა ვენსმა.
ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს „ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნა სურს“.
„ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო. ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

