აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

დონალდ ტრამპი – ჯორჯია მელონიმ ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მხარი არ დაუჭირა, ახლა კი, როცა შტატებმა ირანი დაამარცხა, მას კვლავ სურს მეგობრობა საკუთარი რეიტინგების გასაუმჯობესებლად, არა, გმადლობთ

ჯორჯია მელონი იტალიაში პოპულარობის თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მელონის პოპულარობის კლების მიზეზი შესაძლოა, აშშ-ს მხარდაჭერაზე უარი იყოს.

„მელონი იტალიაში პოპულარობის თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაშია, შესაძლოა იმიტომ, რომ მხარი არ დაუჭირა ამერიკის შეერთებულ შტატებს – ქვეყანას, რომელსაც ძალიან უყვარს და იცავს იტალიას – მაგალითად მაშინ, როდესაც საქმე ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების ან განვითარების აღკვეთას ეხებოდა (თუმცა, ამ მხრივ ნატო-მაც იგივე გააკეთა!) მან იტალიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გამოყენების უფლებაც კი არ მოგვცა, რაც ლოგისტიკური თვალსაზრისით სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ეს მაშინ, როდესაც აშშ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს იტალიისა და სხვა ე.წ ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად. ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანი სამხედრო თვალსაზრისით დაამარცხა, მას კვლავ სურს მეგობრობა, საკუთარი რეიტინგების გასაუმჯობესებლად. არა, გმადლობთ!“, – წერს ტრამპი.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯორჯია მელონი ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა და იმიტომ დათანხმდა, რომ შეეცოდა. საპასუხოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები შეთხზულია და იტალია არასდროს არავის ეხვეწება.

იტვირთბა....