აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის ძალაუფლებას საზღვრები არ აქვს. ამის შესახებ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერები მის გავლენას აღიარებენ და მის სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ლიდერებმა სერიოზულად მიიღეს მისი ხუმრობა, როდესაც თქვა, რომ უფროსია.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელი, მისი შეფასებით, დიდ პატივს სცემს და გააკეთებს იმას, რასაც თავად ეტყვის.
ინტერვიუში ტრამპმა ასევე დაასახელა მსოფლიო ლიდერები, რომლებსაც ყველაზე მეტად აფასებს. მისი თქმით, განსაკუთრებულ პატივს სცემს სი ძინ პინს და ნარენდრა მოდის. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება , რომ ვლადიმერ პუტინი აღარ მონაწილეობს „დიდი რვიანის“ ფორმატში, რომელიც რუსეთის გარიცხვის შემდეგ დიდ შვიდეულად გარდაიქმნა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა ისრაელთან ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ მისი როლი ქვეყნის უსაფრთხოებაში გადამწყვეტი იყო. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ზოგჯერ საჭიროა მისი გონივრულ ჩარჩოებში შენარჩუნება.
„აქსიოსი“ წერს, რომ მიუხედავად საკუთარი ძალაუფლების შესახებ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებისა, ტრამპმა აღიარა, რომ ერთი მნიშვნელოვანი შემზღუდველი ფაქტორი მაინც არსებობს და ეს ეკონომიკაა. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის გაფართოებას შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოეწვია, რის გამოც შეთანხმების მხარდაჭერა უფრო სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია.
ტრამპის შეფასებით, ირანთან მიღწეული შედეგი ფაქტობრივად უპირობო კაპიტულაციისა და რეჟიმის ცვლილების ტოლფასია.

