აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთით საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი, დაშავდა

ისრაელის მიერ ღამის განმავლობაში სამხრეთ ლიბანში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა. იერიში განხორციელდა ლიბანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქის, ნაბათიას დასახლებულ პუნქტებზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს.

მედია აღნიშნავს, რომ დარტყმები თეირანსა და ვაშინგტონს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ორი დღის შემდეგ განხორციელდა.

ისრაელის სამხედროების განცხადებით, დარტყმები მიმართული იყო ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, ცეცხლის შეწყვეტის განმეორებითი დარღვევის საპასუხოდ.

იტვირთბა....