საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის შვილთაშვილი უკრაინაში ტყვედ ჩავარდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა BAZA დედამისზე, ირინა კუზნეცოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია 45 წლის ანტონ მილაევზე, რომელიც ბრეჟნევის ქალიშვილის, გალინა ბრეჟნევას შვილიშვილია.
რუსული მედიის ცნობით, 2025 წლის შემოდგომაზე ის უკრაინის წინააღმდეგ ომში, როგორც გამნაღმველი ისე წავიდა, ნოემბერში კი გაუჩინარდა. რამდენიმე თვის შემდეგ მისმა ოჯახმა მიიღო ინფორმაცია, რომ ის უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ხერსონის რეგიონში ტყვედ იმყოფებოდა.

