აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროპელები ხელმძღვანელობენ ცრუ წინაპირობით, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია, სავარაუდოდ, უკრაინული ძალების სასარგებლოდ იცვლება, რაც კატეგორიულად არასწორია” – პუტინის თანაშემწე უშაკოვი

ევროპელები ხელმძღვანელობენ ცრუ წინაპირობით, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია, სავარაუდოდ, უკრაინული ძალების სასარგებლოდ იცვლება, რაც კატეგორიულად არასწორია – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე უშაკოვი აცხადებს.

“უკრაინის საკითხი აქტიურად განიხილებოდა დიდი შვიდეულის სამიტზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ტრამპი სავსე იყო, ვიტყოდი, ალბათ, უსარგებლო, თუ არა მავნე იდეებით. მას შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციასთან არანაირი კონტაქტი აღარ გვქონია… ევროპელები აშკარად ამტკიცებენ, რომ ომი უნდა გაგრძელდეს და ისინი ხელმძღვანელობენ სრულიად არასწორი, ცრუ წინაპირობით, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია, სავარაუდოდ, უკრაინული ძალების სასარგებლოდ იცვლება, რაც კატეგორიულად არასწორია” – ამბობს პუტინის თანაშემწე უშაკოვი.

ცნობისთვის, გასულ ღამეს უკრაინამ რუსეთზე, მათ შორის, მოსკოვზე ბოლო ორ წელში ყველაზე მასშთაბური საჰაერო იერიშები განახორცეილა. რუსეთის სიღრმეში 500-ზე მეტი უკრაინული დრონი მოხვდა, მათგან 180 მოსკოვის თავზე. მეორედ დაიბომბა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. “როსავიაციას” ღამის განმავლობაში სამჯერ მოუწია მოსკოვის 4 აეროპორტის დახურვაც.

იტვირთბა....