აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფინეთმა ბირთვულ იარაღზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

ფინეთმა ბირთვულ იარაღზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა. პარლამენტმა 125 ხმით 61-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ბირთვული ენერგიის კანონში ცვლილებას.

ამიერიდან ქვეყანაში დასაშვები გახდება ბირთვული შეიარაღების მიღება, ტრანსპორტირება და სხვა ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავს ფინეთისა და ნატო-ს უსაფრთხოების გაძლიერებას.

თავდაცვის მინისტრის, ანთი ჰაკანენის განმარტებით, ქვეყანა არ გეგმავს ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული შეიარაღების მუდმივად განლაგებას, მაგრამ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით 1980 წლიდან მოქმედი შეზღუდვა ფინეთის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის გეოპოლიტიკურ რეალობას აღარ შეესაბამება.

იტვირთბა....